სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა დაინერგება – საკანონმდებლო ინიციატივა
განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში კიდევ ერთი ინიციატივა დააანონსა, რაც მასწავლებლების ასისტენტების პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს.
როგორც მარიამ ჯაში ამბობს, მსგავს პტაქტიკას აქტიურად იყენებენ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები.
“ჩვენი კომიტეტი, განათლების სამინისტროსთან აქტიური დისკუსის რეჟიმში და ასევე, გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ახალ ინიციატივაზე. დასავლეთის ქვეყნებში არსებობს მასწავლებლის ასისტენტის ძალიან კარგი პრაქტიკა. ეს გახლავთ გზა, ახალგაზრდების დასაინტერესებლად, რომ მოხვდნენ განათლების სისტემაში. ინიციატივა საშუალებას მისცემს მაგალითად დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, გაიარონ სტაჟირება როგორც მასწავლებლის ასისტენტებმა და ეს ჩაეთვალოთ სამუშაო გამოცდილებად, ეს გააჩენს ახალგაზრდა კადრების რესურსს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
დეპუტატის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე წარედგინება.
ამავე თემაზე:
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური მდგომარეობაც 65001 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება