სკოლის ავტორიზაციის ახალი წესისა და სკოლის სტანდარტის შინაარსზე ცვლილებები კანონში აისახა
უმაღლესი და ზოგადი განათლების, ასევე განათლების ხარისხის შესახებ კანონების პაკეტის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ ცვლილებები კანონში აისახა და მას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 7 აპრილს გამოქვეყნებული სამი ბრძანება საქართველოში არსებული სკოლების ავტორიზაციის საკითხებს აერთიანებს და მას არაერთი კანონქვემდებარე აქტი დაემატება. ეს ის კანონთა პაკეტია, რომლის თაობაზეც პარლამენტში ოპოზიციას არაერთი შენიშვნა ჰქონდა განათლების მინისტრისა და სამინისტროს გაზრდილი უფლებამოსილებების გამო და რომელიც არ გაითვალისწინეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გასულ კვირას, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად ამოქმედდა საჯარო და კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სისტემა. რაც გულისხმობს იმას, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად, საქართველოში არსებულმა ყველა სკოლამ, 2026-2027 წლების სასწავლო სემესტრის დაწყებამდე ავტორიზაცია უნდა გაიაროს.
პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონების ცვლილებებში გაიწერა რას მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, როგორ აწესრიგებს ცვლილებების შემდეგ კანონი საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება
კიდევ ერთი ცვლილებით, გაიწერა რა წესებს ექვემდებარება სკოლა ავტორიზაციის გავლის პროცესში. რა არის ავტორიზაციის გავლის პირველი საფეხური, რა ვადას აძლევს ხარვეზების გამოსწორებისთვის მას სახელმწიფო და რას თვლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტად: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება
ცვლილება შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რომელშიც ითქვა, რომ ზემოაღნიშნული კანონების პაკეტის მიღების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები უნდა განახორციელოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. კანონქვემდებარე აქტებმა უნდა აჩვენოს რას ითვალისწინებს და გულისხმობს სკოლის ფილოსოფია, სასკოლო კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და მოსწავლეთა მხარდაჭერა.
ამავე თემაზე:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება