სკოლის გაცდენების ექსტერნი გამოცდების განრიგი – 2018
2018 წლისთვვის გაცდენების ექსტერნი გამოცდების განრიგი საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის განისაზღვრა.
როგორც EDU.ARIS.GE -ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, საუბარია მე–7, მე–8, მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეებზე.
გაცდენების ექსტერნი გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 15 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით.
რაც შეეხება გამოცდების ჩატარების განრიგს, მოსწავლეები გაცდენების ექსტერნ გამოცდებს 2018 წლის 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო–საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ის და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების განრიგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ბრძანებით განისაზღვრა.
რაც შეეხება პროცედურას, გაცდენების ექსტერნი ჩატარდება სკოლებში და ის არ იქნება ელექტრონული. ტესტებს შეადგენს თავად სკოლა სასწავლო პროგრამის თანახმად.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება