სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის თანამშრომლებისთვის კონკურსი „მწვანე ჯილდო“ გამოცხადდა
სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის თანამშრომლებისთვის კონკურსი „მწვანე ჯილდო“ გამოცხადდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცეს.
ვისთვის გამოცხადდა კონკურსი:
- ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის (I-VI კლასები)
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისთვის/მეთოდისტებისთვის
“კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებსა და აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც ასწავლიან გარემოსდაცვით ან/და აგრარულ საკითხებს და ახორციელებენ აქტივობებს დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიში.
მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
კონკურსში „მწვანე ჯილდოს განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი.
სპეციალური კომისია საუკეთესო ათეულს შეარჩევს, გამარჯევბული მასწავლებელი და აღმზრდელი/მეთოდისტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გამოვლინდებიან
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება