სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსი „ჩემი მასწავლებელი“ გამოცხადდა
მასწავლებლის პროფესიისპოპულარიზაციის მიზნით სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის მოსწავლებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს „ჩემი მასწავლებელი“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს.
ფოტოს სიუჟეტი უნდა ასახავდეს კონკურსანტის მასწავლებელს, საქმიანობის პროცესში, საგაკვეთილო პროცესს ან სკოლას პოზიტიური კუთხით.
ფოტოს ზომა უნდა იყოს არანაკლებ 3300X4200 პიქსელი. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ფოტო.
საკონკურსო მასალის გაგზავნის წესები:
ფოტო უნდა გამოგზავნოთ ცენტრისელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com
ელექტრონულ ფოსტაში აუცილებელია მიეთითოს კონკურსანტის სახელი და გვარი, მუნიციპალური ცენტრი, სკოლა, კლასი და ფოტოზე გამოსახული მასწავლებლის ვინაობა.
ფოტოები განთავსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და გამარჯვებული გამოვლინდება ე.წ. „ლაიქების“ საშუალებით.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქარები, ხოლო დანარჩენი მონაწილეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა მასწავლებლის სახლში დაჯილდოების ცერემონიალზე.
ფოტოების მიღება დასრულდება 2017 წლის 17 თებერვალს. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მარტის თვეში.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება