სკოლის მოსწავლემ გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი თქვა, რის გამოც ის ნობელის პრემიაზე წარადგინეს – დეტალები
2018 წლის აგვისტოში, შვედმა მოსწავლემ გრეტა ტუნგბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია მოაწყო. მან განაცხადა, რომ პარასკევ დღეს სკოლაში მანამ არ ივლიდა, სანამ მთავრობა „პარიზის შეთანხმების“ პირობების შესრულებას არ დაიწყებდა. აღნიშნული დებულება დედამიწის კლიმატის მგდომარეობას ეხება და მისი მიზანი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაა. მოსწავლე მსოფლიოს მასშტაბით მაშინვე გახდა ცნობილი და მას ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ავსტარალიის 400-მდე ქვეყნის მოსწავლეები შეუერთდნენ. გრეტა ტუნბერგი კი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
უცხოური გამოცემები მოგვითხრობენ მოსწავლეზე, რომელიც სამყაროს ამ წუთებშიც ცვლის.
ცოტა ხნის წინ ეკოლოგიური კრიზისი შორეული და წარმოუდგენელი გვეგონა. თუმცა 2019 წლის თებერვალში, ბრიტანეთის სახელმწიფო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა (IPPR) მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კაცობრიობამ „ეკოლოგიური კატასტროფის ეპოქაში“ შეაბიჯა. უახლოეს წლებში, ჩვენი ზემოქმედება გარემოზე, საზოგადოებისა და მსოფლიო ეკონომიკის დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს. გაეროს პროგნოზით, 20 წელიწადში მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა 1,5 °C -ით აიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვალვები, ქარიშხლები და წყალდიდობები უფრო ძლიერი და დამანგეველი გახდება. თუ დათბობის ზღვარი 2 °C-მდე მიაღწევს, მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს წყლისა და საკვების უკამარისობა ემუქრება. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, 2030 წლისთვის, ატმოსფეროს ნახშირბადით დაბინძურება 45%-ით მაინც უნდა შემცირდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „პარიზის ხელშეკრულება“ უკვე ხელმოწერილია, ქვეყნების მისი პირობების შესრულებას არ ჩქარობენ.
ტელეარხ TED-ზე თავის გამოსვლაში გრეტა ტუნბერგმა მოყვა, რომ გლობალურ დათბობაზე პირველად რვა წლის ასაკში გაიგო, რამდენიმე წლის მანძილზე მასზე ინფორმაციას სწავლობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში უკვირდა, თუ რატომ საუბრობენ ცოტას ამ სერიოზულ პრობლემაზე. „თუ წიაღისეული საწვავის გამოყენება ჩვენს არსებობას ემუქრება, რატომ ვაგრძლეებთ ძველებურად ცხოვრებას?“, – ამბობს ის.
მაღალკლასელმა გრეტამ ხორცზე და თვითმფრინავით მგზავრობაზე უარი თქვა. გოგონა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების ნივთებსა და ტანსაცმელს ყიდულობს. როდესაც ის თხუთმეტი წლის გახდა, შვედეთის პარლამდენტის წინ პლაკატით: „სასკოლო გაფიცვა კლიმატის დასაცავად“ გამოვიდა. მისი მშობლები, საოპერო მომღერალი და მსახიობი, თავიანთ შვილს თავდაპირველად სულაც არ უჭერდნენ მხარს. თუმცა ამან მოზარდი ვერ შეაჩერა. ჟურნალისტებთან საუბრისას გოგონამ განაცხადა, რომ ეს არის საკუთარი აზრის დაფიქსირების ერთადერთი გზა, მას ხომ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა ჯერ არ შეუძლია.
გრეტა აქტიურად იღებს მონაწილეობას კონფერენციებში, რომლებიც კლიმატს ეხება. თავისი გამოსვლებისთვის გოგონა თამამ ტექსტებს თვითონ წერს. ის აცხადებს: „ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ მსოფლიო ლიდერებს ჩვენ მომავალზე დაფიქრება ვთხოვოთ. ისინი ჩვენ ყოველთვის გვაიგნორებდნენ და მომავალშიც ასე მოიქცევიან. პოლიტიკოსები ბავშვებივით იქცევიან, ამიტომ მოვიდა ჩვენი ჯერი საკუთრა თავზე ის პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომელიც მათ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა ეკისრათ…“
კრიტიკოსების შეფასებას, რომლის მიხედვითაც მსგავსი გაფიცვები უბრალოდ სკოლის გაცდენის მიზეზია, გრეტა ასე პასუხობს: „რა საჭიროა მომავლისთვის სწავლა, რომელიც შეიძლება სულაც არ დადგეს?“.
თავისი გამოსვლების შემდეგ გრეტა ეკოლოგიური პროტესტის ვარსკვლავი გახდა. მოსწავლეებმა კლიმატის დასაცავად მსოფლიო მოძრაობა „Fridays For Future” შექმნეს. პირველ რიგში ისინი თავიანთი ქვეყნების მთავრობისგან ეკოლოგიური პრობლემების არსებობის აღიარებას, ატმოსფეროს ნახშირბადით დაბინძურების შემცირებას, ნავთობისა და ქვანახშირის გამოყენებაზე უარის თქმასა და საარჩევნო ხმის უფლების 16 წლამდე დაწევას მოითხოვენ.
გრეტა ტუნბერგი მოსწავლეებს ყოველ პარასკევს გაკვეთილების ნაცვლად უახლოეს მერიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. მათ ფოტოები უნდა გადაიღონ და სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #FridaysForFuture და #ClimateStrike გაავრცელონ.
სკოლის პროტესტები ეკოლოგიური ორგანიზაციების მრავალწლიან მოწოდებებზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. გრეტას მხარს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ უფროსებიც უჭერენ, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრო ლეო ვარადკარი, ასევე პარიზის, მილანის სიდნეის, ოსტინის, ფილადელფიის, პორტლენდის, ოსლოს, ბარსელონისა და მონრეალის მერები. ლეონარდო დი კაპრიომ, რომელიც ცნობილია თავისი გამოსვლედბით გარემოს დასაცავად, აქციას მხარი 2019 წლის 15 მარტს დაუჭირა და აღნიშნულის შესახებ თავის სოციალურ ქსელში დაწერა. ამ დღეს ყველა კონტინენტის 125 ქვეყნის 2083 დასახლებული პუნტის ქუჩებში სულ 1,5 მილიონი ადამიანი გამოვიდა.
11 წლის ასაკში, – ამბობს გრეტა – „მე დეპრესიაში ჩავვარდი, შევწყვიტე საუბარი და ჭამა, ასე 10 კილოგრამი დავკარგე. მე ასპენგერის სინდრომის დიაგნოზი დამისვეს, რაც აუტიზმის მარტივ ფორმას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მე ვინმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაველაპარაკები, თუ ჩავთვლი, რომ ეს ნამდვილად აუციელბელია. ახლა ერთ-ერთი ასეთი მომენტია. მე მინდა რომ ისე მოიქცეთ, თითქოს ჩვენი სახლი იწვის. ვინაიდან ეს ასეცაა“.
მოამზადა თეა ინაშვილმა