GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – უწყვეტი განვითარება და მრავალფეროვანი შეთავაზებები აბიტურიენტებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი(CIU) მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ყოველწლიურად ანებივრებს აბიტურიენტებს სხვადასხვა წამახალისებელი შეთავაზებით. გამონაკლისი არც 2025 წელია. ამჯერად, ის აბიტურიენტები, რომლებიც უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, 20%-იან შიდა გრანტს მიიღებენ პირველ სასწავლო წელს. ასევე, აბიტურიენტები CIU-ს ნებისმიერ ნომრად არჩევის შემთხვევაში იღებენ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსის (“AI – ნავიგაცია პრაქტიკაში“) 1000 ლარიან ვაუჩერსა და უცხო ენაში ინტენსიური მომზადების პროგრამის 2000 ლარიან ვაუჩერს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს მედალოსნების დაფინანსება, რომელიც ოქროს მედლის შემთხვევაში 20%-იან, ხოლო ვერცხლის შემთხვევაში 10%-იან შიდა გრანტს გულისხმობს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2024 წელს ექსპერტთა მაღალი შესაფებით მესამე ვადით მიიღო ავტორიზაცია.

მიმდინარე პერიოდისთვის აღსანიშნავია, რომ CIU-ს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა-სწავლების პროცესი განახლებულ აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეებით მიმდინარეობს.

2025 წლის ბოლოს სრულდება CIU-ს ახალი კამპუსის მშენებლობაც. აღნიშნული მრავალფუნქციური კამპუსი მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, საკონფერენციო დარბაზებს, საერთო საცხოვრებელს, ფიტნეს დარბაზსა და ღია/დახურულ სპორტულ მოედნებს.

უნივერსიტეტის უსდ კოდია 115.

იხილეთ ფაკულტეტების მიხედვით საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი:

  • სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები;
ჟურნალისტიკა;
ინგლისური ენა და ლიტერატურა.

  • სამართლის ფაკულტეტი

სამართალი;

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ინფორმაციული ტექნოლოგიები (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ტურიზმი;
მენეჯმენტი;
ფინანსები;
ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 3 წლიანი პროგრამა, აკრედიტაციის პროცესში)

  • მედიცინის ფაკულტეტი

მედიცინა (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
სტომატოლოგია.

  • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

ქართული მევენახეობა-მეღვინეობა.

იხილეთ CIU-ს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტთა 2025 წლის ცნობარში:

აბიტურიენტის ცნობარი – CIU

იხილეთ უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ბმული, სადაც ასახულია თითოეული საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები:

CIU – საბაკალავრო პროგრამების უპირატესობები

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური