GE

აშშ-ის განათლების სამინისტროდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლეს

აშშ-ის განათლების სამინისტროდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლეს. უწყებიდან, მანამდე თავისი სურვილით წასული თანამშრომლების რაოდენობის გათვალისწინებით, პერსონალი განახევრდა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მივიდა.

განათლების მინისტრის ლინდა მაკმენის განცხადებით, შემცირება დაეხმარებათ ფინანსები მიმართონ მათკენ ვისაც ეს მეტად სჭირდება – მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს.

საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს დახურვის პირობას დებდა, მისი სიტყვებით ის „რადიკალების, ფანატიკოსებისა და მარქსისტების“ ხელშია მოხვედრილი, მისი პირობით ფინანსებს მიმართავდა ისე, რომ ის უკეთესად ყოფილიყო ათვისებული, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე სამინისტროს გაუქმება არ შეუძლია.

სენატში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ლინდა მაკმენი მინისტრად დაამტკიცეს, მან განაცხადა, რომ მიზანი სამინისტროს რეორგანიზაცია და შტატების შემცირებაა.

საჯარო მოხელეთა პროფკავშირში, აცხადებენ, რომ „ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უპატივცემულობა გამოავლინა სამინისტროების იმ ათასობით თანამშრომლის მიმართ, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ამერიკელების სამსახურს“, ისინი აპირებენ ბრძოლას შემცირებების წინააღმდეგ.

აშშ-ის განათლების სამინისტროს საქმიანობა შემოიფარგლება ფინანსური გრანტების, სტუდენტური კრედიტების გაცემით, ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანალიზით, ანტიდისკრიმინაციული კანონის დაცვაზე ზედამხედველობით, რათა ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი განათლებაზე.

წყარო: რადიო თავისუფლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური