GE

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების სია გამოქვეყნდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანებები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების შესახებ. ბრძანებებში მოცემულია სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტების სიები.

სტუდენტებისათვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე ბრძანება გამოქვეყნდა.

იხილეთ ბრძანება #1167

ბრძანება გამოქვეყნდა ასევე 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის, რომლებიც რეგისტრირე­ბუ­ლი არი­ან სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე. ბრძანებაში მოცემულია ამ ტიპის სტუდენტების სია, რომლებმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში მიიღეს დაფინასნება.

იხილეთ ბრძანება #1168

გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება სტუდენტებისათვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებისათვის, რომლებიც ჩარიცხული არიან 2013-2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა. ბრძანებაში მოცემულია ასეტი სტუდენტების სია, რომლებმასც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში მიიღეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

იხილეთ ბრძანება #1169

სტუდენტებისათვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტებისათვის, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე ასევე გამოქვეყნდა ბრზანება.

იხილეთ ბრძანება #1170

ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია საქართველოს იმ მოქალაქეების, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სწავლას განაგრძობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

იხილეთ ბრძანება #1171

გამოქვეყნდა ბრძანება 2017-2018 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე იმ სტუ­დენტ­ებისათვის, რომლებიც უმაღ­ლ­ეს საგანმანათ­ლებ­ლო დაწესებულებებში 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

იხილეთ ბრძანება #1174

იმ სტუ­დენტ­ებს კი, რომლებიც უმაღ­ლ­ეს საგანმანათ­ლებ­ლო დაწესებულებებში 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებიც ჩარიცხული არიან 2013-2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ქვემოთ მოცემულ ბრძანებაში.

იხილეთ ბრძანება #1175

სტუდენტებისათვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ ცალკე ბრძანება გამოქვეყნდა.

იხილეთ ბრძანება #1176

სტუ­დენტ­ების, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ქვემოთ მითითებულ ბრძანებაში.

იხილეთ ბრძანება #1177

ობოლმა (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა) სტუ­დენტ­ებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე, ასევე ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა) სტუდენტებისათვის, რომ­ლებიც ჩარიცხულნი არიან 2013-2016 წლების ერთიანი ეროვ­ნული გამოცდების შედეგად და ვერ მო­იპ­ო­ვ­ეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სო­ცი­ა­ლური პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე იხილეთ ბრძანება #1178

იმ სტუ­დენტ­ებისათვის, რომლებიც უმაღ­ლ­ეს საგანმანათ­ლებ­ლო დაწესებულებებში 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები, ასევე სტუდენტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე

ბრძანება #1179

სტუდენტებმა, რომლებიც 2016 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე იხილეთ ბრძანება #1180

სტუდენტებისათვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე გამოქვეყნდა ბრძანება #1181

სტუდენტებისათვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვ­ნუ­ლი გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგა­ნ­მა­ნათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე და რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე შემდეგი ბრძანება #1182 გაოქვეყნდა.

ასევე გამოქვეყნდა ბრძანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მაგისტრანტებისათვის, რომლებიც 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2016-2017 სასწავლო წელს და რომლებიც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ არიან შეყვანილი 2016 წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში, 2017-2018 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების შესახებ.

ბრძანება #1183

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 და 2016 წლების საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების თაობაზე ბრძანება #1184 გამოქვეყნდა.

“უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, 2017–2018 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის N1172 ბრძანებაში ცვლილება განხორცილდა. შესაბამისად ზამოთ აღნიშნულმა სტუდენტებმა უნდა იხელმძღვანელონ ამ ბრძანებით – ბრძანება #1210.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm