GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საბერძნეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ეწვია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საბერძნეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დიმიტრიოს კარაბალისი ეწვია. კარაბალისს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ თავის კაბინეტში უმასპინძლა. საუბარი საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს შეეხეო, ელჩმა გულწრფელი გაოცება გამოხატა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტზე და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა თემისადმი არცერთ უმაღლეს სასწავლებელში მოუსმენია.

შეხვედრის მეორე ნაწილში საბერძნეთის ელჩი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ინდირა ძაგანიამ გახსნა, მან აუდიტორიასთან ერთად ელჩს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა.

საბერძნეთის ელჩი სტუდენტებს მიესალმა და აღნიშნა,რომ მოხარულია საქართველოსა და საბერძნეთის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობით – განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მისი თქმით, საქართველო ევროპაა და საბერძნეთი ყოველთვის ცდილობდა და ეცდება მის გვერდით დგომას.

შეხვედრის ფარგლებში კარაბალისმა ყურადღება გაამახვილა საბერძნეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის კუთხით.

“ქართველებმა ყოველთვის უნდა შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა განსაკუთრებით ახლა,მსოფლიოსთან ინტეგრირების პროცესში”, – განაცხადა კარაბალისმა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ელჩმა ყველა მოსაზრება თუ კითხვა ჩაიწერა და აუდიტორიას განუცხადა, რომ მისთვის ეს შეხვედრა იყო უაღესად ინფორმაციული, საინტერესო და მან სოხუმის სახლელმწიფო უნივერსიტეს აღუთქვა, რომ საბერძნეთის საელჩო საუნივერსიტეტო დიპლომატიის რეალიზებაში აუცილებლად ჩაერთვება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების ერთიანი გეგმის შექმნაში უნივერსიტეტი და საბერძნეთის საელჩო თანაბარ მონაწილეობას მიიღებენ.

დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმაზურაბ ხონელიძემ დიმიტრიოს კარაბალისს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური