„სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ყოველწლიურად ჩატარდება“
სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ყოველწლიურად ჩატარდება, რაც სტატუსის ამაღლების მსურველებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობას მისცემს – აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა.
განათლების სამინისტროს ცნობით, როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბოლო წლებში სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარებისა და სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა. შედეგად, სპეციალური მასწავლებლები სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა პირველად ჩატარდა. გამოცდის ჩაბარების სურვილი 2 800-ზე მეტმა პირმა გამოთქვა.
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი