GE

სსსმ მოსწავლეებისთვის განმავითარებელი აქტივობების კრებული და გზამკვლევი მშობლებისთვის მომზადდა

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო მომზადდა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ „განმავითარებელი აქტივობების კრებული“, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

სახელმძღვანელო ოთხი სხვადასხვა – კითხვითი, წერითი, თხრობითი და მათემატიკური – ნაწილისაგან შედგება.

„სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ამასთან, კრებული პედაგოგებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცემს საშუალებას, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს სახლის პირობებში შესთავაზონ მათ ინტერესებზე მორგებული, მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტში ინკლუზიური განათლებისთვის 27, 115.0 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სახელმძღვანელო „განმავითარებელი აქტივობების კრებული“ ხელმისაწვდომია ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური