GE

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან შეხვედრა გაიმართა

27 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე რატი ბრეგაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

ისინი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. მინისტრმა სტუდენტებს სამინისტროს ხედვა და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

განსაკუთრებული ინტერესი სტუდენტებში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზამ და პროფორიენტაციის პროგრამამ გამოიწვია, რომელსაც სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს. სტუდენტები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებითა და სპორტის პოლიტიკითაც დაინტერესდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი კახაბერ კორძაიას განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევა წარიმართოს ახალგაზრდობის სასიკეთოდ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური