GE

სსუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის რიგით მესამე შეჯიბრი მინი-ფეხბურთში გაიმართა

22 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის რიგით მესამე შეჯიბრი მინი-ფეხბურთში გაიმართა.

ერთმანეთს პროფესორთა საფეხბურთო გუნდი „სოხუმი“ და სტუდენტთა საფეხბურთო გუნდი „ამრა“ დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდული გუნდი ტოლს არ უდებდა უფრო გამოცდილ პროფესიონალებს.

შეჯიბრი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს და პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დაახლოებას ემსახურება, საფეხბურთო გუნდის „სოხუმი“ სასარგებლოდ – 6:5 დასრულდა.

მატჩის დასასრულს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანის, პროფესორ რეზო აბსავას სახელობის პრიზი დაწესდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური