GE

STARTUP GRIND-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობისთვის მოხალისეების შერჩევა იწყება

იწყება მოხალისეების შერჩევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობისთვის. მასში მონაწილეობა შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელსაც სურს, საკუთარი თავი გამოცადოს მრავალფეროვან გარემოში, გაეცნოს მსოფლიოში ყველაზე დიდ სათემო ორგანიზაციას და თავისი პროფესია მოარგოს თანამედროვე ტექნოლოგიურ საჭიროებებს.

წარმომადგენლობის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს სხვადასხვა უნარი და შექმნას საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

ბოლო ვადა: 31 მარტი

მოხალისეებს შეარჩევენ გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე.
დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუკავშირდებიან 2 აპრილის ჩათვლით.
Startup Grind, სტარტაპების ყველაზე დიდი სათემო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაარსდა სან ფრანცისკოში, აერთიანებს 5 მილიონ წევრს და მსოფლიოს 125 ქვეყნის 600 „ჩეფთერს“.

ორგანიზაციის მიზანია განათლების, კავშირებისა და შესაძლებლობათა შექმნით სტარტაპებს დაეხმაროს მასშტაბირებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – tiko.m@startupgrind.com

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm