სტიპენდიით განცდილი სიხარული … მხოლოდ რჩეულთათვის
“სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, თუ კაცი სტუდენტი არ ყოფილა, იგი ვერასოდეს გაიგებს …სტიპენდიით განცდილ სიხარულს…”-ნოდარ დუმბაძის ეს სიტყვები დღესაც არ კარგავს აქტუალობას და სტიპენდია კვლავ ყველაზე დიდ ჯილდოდ რჩება სტუდენტისთვის. თუმცა, დროის ცვალებადობის პარალელურად, სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებიც შეიცვალა…
ჩემი სტუდენტობის დროს, 80 – იან წლებში, 40 ლარიანი სტიპენდიით “ლიზიკოს კაფეში” შეგეძლოთ ყავა დაგელიათ, ზედ “ეკლერი” მიგეყოლებინათ, თეატრში წასულიყავით, გამოფენებს დასწრებოდით და ასეთი პატარ – პატარა სურვილები დაგეკმაყოფილებინათ, სტიპენდიას ყველა საშუალო მოსწრების სტუდენტი იღებდა, ვისაც ნიშნებში “დამაკმაყოფილებელი” არ ჰყავდა.
დღეს სტიპენდია, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად დამტკიცდა, რჩეულთა ხვედრია და სოლიდურ თანხას _ თვეში 150 ლარს შეადგენს. მართალია, უკვე დადგენილია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, რათა სტიპენდია მოიპოვოს, (ბრძანებულების მიხედვით 80 % აკადემიური მოსწრება, 10 % _ სტატიები და 10% _ კონფერენციები). თუმცა, ხშირად სტუდენტებში ეს თემა დისკუსიის საფუძველი ხდება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ამ თემაზე დისკუსია გამართეს, რომლებიც გეგმავენ უახლოეს პერიოდში თავიანთი მოსაზრებები ფაკულტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ. შეხვედრის ორგანიზატორის, სადისკუსიო კლუბი ISDI _ ის ხელმძღვანელის, გიორგი გრიგოლაშილის ინფორმაციით, სტუდენტთა ნაწილი მოითხოვს, კანონი გადაიხედოს და თუ შესაძლებელია, კრიტერიუმებიც შეიცვალოს.
სტუდენტების აზრით, პრობლემად რჩება, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს სტუდენტი. მათი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ორ ადამიანს აქვს ერთი და იგივე სერთიფიკატი ჰქონდა, მაგრამ ერთს ჩაუთვალეს, მეორეს _ არა. სტუდენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმ საკითხთან დაკავშირებით, _ რას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება _ მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას თუ სამეცნიერო საქმიანობას.
თსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთო კობახიძის აზრით, ზოგიერთი სტუდენტი მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული, რომლებიც საგნებს იზუთხავენ და სტიპენდიის გარეშე რჩებიან სტუდენტები, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან თავიანთ სპეციალობაში. “ჩვენ ხომ სკოლის მოსწავლეები აღარ ვართ, ამიტომ სამეცნიერო კომპონენტი არ უნდა შეიკვეცოს. თუმცა, ძნელია განსაზღვრო, რა სტატია უნდა ჩაითვალოს და რა _ არა. მაგალითვისთვის, ვიღაცას ჩაუთვალეს მარტვილის გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგი. შეიძლება სტუდენტმა თავის ბლოგზე უკეთესი სტატია დადოს, ვიდრე იმ ჟურნალისტმა, რომელმაც რომელმაც ორწაინადადებიანი ნიუსი დაწერა. ჩემი აზრით, სტატიების კომპონენტი ან უნდა ამოვარდეს, ან უნდა დაიწიოს 5 ქულამდე, Aმის პარალელურად 80 % კვოტა არ უნდა გაიზარდოს,”_ აღნიშნავს ოთო კობახიძე.
გიორგი გრიგოლიშვილის ინფორმაციით, სტუდენტებმა თავიანთი მოსაზრებები რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბეს, თუმცა მიიჩნევს, რომ არგუმენტები არასაკმარისია და ამ საკითხზე დისკუსია კვლავაც გაგრძელდება, ამასთან, ისინი თავიანთ მოთხოვნებს ეტაპობრივად გააცნობენ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.
“ყველა ფაკულტეტი და უნივერსიტეტი თავისით იღებს გადაწყვეტილებას. ასეთი პრეცენდენტები არსებობს, რადგან ამ კანონს მოქნილობა აქვს, მთავარია, ადმინისტრაცია როგორ მოარგებს სტუდენტებს. ჩემი აზრით, ხშირად ძალიან ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით ფასდება სამეცნიერო სტატია, რომელ კონფერენციაში მონაწილეობაა მნიშვნელოვანი, რადგან შესაძლოა, სტუდენტი პასიურად ესწრებოდეს კონფერენციას, ან პირიქით, აქტიური მონაწილე იყოს, შეიძლება გაიმარჯვოს და სხვა. ამიტომ ეს კრიტერიუმები ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია. Eეს ჩვენი მოსაზრებაა და არა ულტიმატუმი, მთავარი გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს და კარგი იქნება, თუ ჩვენს მოსაზრებებსაც გაითვალისწინებენ”, _ აცხადებს გიორგი გრიგოლაშვილი.
შურთხია არის© ბეროშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება