სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა
ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოთში, მესამე დღეა სტიქია გრძელდება. განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
წყარო: ფოთის მერია, 1tv.ge
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია