სტომატოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში“ ვორკშოპების სერია გაიმართება
თუ გაინტერესებთ სტომატოლოგია და გსურთ პრაქტიკაში გამოცადოთ თქვენი თავი მომავალ პროფესიაში, “ევროპის უნივერსიტეტი“ ამის შესაძლებლობას გაძლევთ.
გიწვევთ ვორქშოპების სერიაზე, სადაც უკეთ გაეცნობით თანამედროვე მეთოდებს, ისწავლით სტომატოლოგიის ძირითად პრინციპებს და სიმულაციური მულაჟების გამოყენებით მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას.
ვორქშოპების ფარგლებში შეძლებთ გამოცადოთ საკუთარი თავი სტომატოლოგიაში, გაიაზროთ პროფესიის სირთულეები და მიიღოთ ცოდნა დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.
ვორქშოპები გაიმართება 27 და 31 მარტს და მოიცავს შემდეგ თემებს:
(ხანგრძლივობა 60-90 წუთი)
27 მარტი, 12:30 საათი – ქიმიური გათეთრება
ვორკშოპზე გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს გათეთრების მექანიზმი და რა ჩვენებები და უკუჩვენებები უნდა გაითვალისწინოთ პროცედურის ჩატარებისას.
დეტალურად შეისწავლით თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის ქიმიურ და საოფისე გათეთრების ტექნიკას, გაიგებთ, როგორ აირჩიოთ ოპტიმალური მეთოდი პაციენტისთვის და რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ეტაპს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
მენტორი: თამთა ლომთაძე
31 მარტი, 14:00 საათი – პროფესიული წმენდა და პირის ღრუს მოვლის საშუალებები
პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება თითოეული პროცედურის ჩატარების შემდეგ პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ვორქშოპზე აღმოაჩენთ, როგორ შეარჩიოთ და გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის საშუალებები, რა მნიშვნელობა აქვს პროფესიულ წმენდას და როგორ უნდა უზრუნველყოთ კბილების ჯანმრთელობა.
მენტორი: თამთა ლომთაძე
31 მარტი, 15:30 საათი – ექსტრაქცია და ანესთეზია
ვორკშოპზე გაეცნობით, სტომატოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვან პროცედურებს – კბილის ექსტრაქციას და ანესთეზიას.
ისწავლით მათ ძირითად პრინციპებსა და ტექნიკებს. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ კი თავად შეძლებთ იმუშაოთ ფანტომებზე და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება კვალიფიციური სტომატოლოგების დახმარებით.
მენტორი: თამთა ლომთაძე
ვორქშოპებზე დასწრება თავისუფალია ყველა აბიტურიენტისთვის!
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდეთ ბმულზე:
“ევროპის უნივერსიტეტი“ არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოცადო ყველაფერი, რის სწავლასაც გადაწყვეტ!
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გენერალურ პროკურატურას ესტუმრნენ
by ევროპის უნივერსიტეტი