სტრატეგიები ციფრულ საკლასო ოთახში სწავლების განსავითარებლად და ვირტუალური სწავლების 8 ხრიკი პედაგოგებისთვის
კორონავირუსმა საკუთარი წესების დადგენა დაახლოებით, სამი თვის დაიწყო და ბავშვებიც კი სახლებში გამოკეტა. სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ არაერთი სირთულე წამოწია წინ. ვირტუალური საკლასო ოთახის შექმნა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. პედაგოგებს ყოველდღიურად არამხოლოდ სწავლება, არამედ სწავლაც უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ტექნოლოგიასთან აქამდეც მეგობრობდა, ბევრისთვის ონლაინ გაკვეთილების წარმართვა უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
რა ტექნოლოგიურ სიახლეებს უნდა ველოდოთ განათლებაში?
ქვემოთ მოცემულია რჩევები და სტრატეგიები, რომელთა დახმარებით პედაგოგი ციფრული საკლასო ოთახის როლს უკეთ გააცნობიერებს და დაანახებს, თუ რა მიმართულებით უნდა შეცვალოს სწავლების მეთოდები:
1.ვირტუალური პლატფორმა – პლატფორმა zoom იძლევა საშუალებას ერთდროულად დაუკავშირდეთ მთელ კლასს. პროგრამას აქვს ეკრანის გაზიარების ფუნქციაც, რაც საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ პრეზენტაცია ან განიხილოთ კონკრეტული დავალებები.
2.კომუნიკაცია, როგორც გასაღები – როგორც მშობლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის ონლაინ სწავლა სიახლეა. ინდივიდუალურად გააცანით მათ ტექნიკური საკითხები. მანამდე კი დარწმუნდით, რომ საჭირო რესურსი ყველა მათგანს აქვს. თუ თქვენი მოსწავლის და ან ძმაც სკოლის მოსწავლეა, შეეცადეთ გაკვეთილები ისე დაგეგმოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.
3.მეგობრობა – აპლიკაცია FLIPGRID მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ატვირთონ კონკრეტულ თემაზე მომზადებული ვიდეოები, განიხილონ სხვადასხვა საკითხები და ამაზე თანატოლებისგან გამოხმაურება მიიღონ. ეს ერთმანეთის მიმართ ლოიალურობისა და ემპათიის განცდას გაუზრდის, აინაზღაურებენ ერთმანეთთან კომუნიკაციის დანაკლისსაც. მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ერთმანეთს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარონ. წაახალისეთ მათი ამგვარი თანამშრომლობა.
4.მოსწავლეების მობილიზებულობა – ვირტუალურ სასწავლო გარემოში მოსწავლეები აღარ არიან იმდენად მობილიზებულნი, როგორც საკლასო ოთახში და მათში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა მარტივი სულაც არაა. პედაგოგებმა გარკვეული სტრატეგიები უნდა შეიმუშაონ, რაც ბავშვებს სწავლის მიმართ ინტერესს გაუჩენს. პლატფორმა SORA-ს მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ წიგნის კლუბები.
5.შესვენებები – 45 წუთის განმავლობაში ეკრანზე მიჯაჭვა რთულია როგორც მოსწავლისა და პედაგოგისთვის, ისე პლატფორმისთვის ( მაგალითად, „ზუმი“ 40 წუთის შემდეგ ითიშება). აიღეთ რამდენიმეწუთიანი შესვენებები.
6.სწავლა თამაშით – ზოგიერთი სასწავლო პროგრამა გამიზნულია მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად. იპოვეთ ეს პროგრამები და გამოიყენეთ სწავლების პროცესში. მაგალითად, SORA კონკრეტული ნაბიჯების მიღწევის შემდეგ მოთამაშეს სამკერდე ნიშნებით აჯილდოვებს.
7.ხელმისაწვდომობა და მოსახერხებლობა – დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს არ უყვარს საუბარი კამერის წინ და ZOOM-ში ჩართვისას არ აქტიურობს. მიეცით მათ საშუალება გამოიყენონ ზუმის ჩატი – თქვენს შეკითხვებს უპასუხონ წერილობით ან მოგწერონ შეკითხვები, გაგიზიარონ შეხედულებები… სიმორცხვემ ხელი არ უნდა შეუშალოს მოსწავლის განვითარებას. გაუზიარეთ ყველა საჭირო რესურსი და ნება მიეცით აირჩიოს მათთვის კომფორტული სივრცე.
8.ციფრული მოქალაქეობა – ვირტუალური საკლასო ოთახის შექმნა მარტივი სულაც არაა. ეს დიდი სიახლეა ბავშვებისთვის და საჭირო უნარების გამომუშავებაში პედაგოგის დახმარება სჭირდებათ. ონლაინ სწვალების ეფექტურობა, მოსწავლეების ჩართულობა და მათი ურთიერთთანამშრომლობა დამოკიდებულია პედაგოგის ორგანიზებულობასა და მონდომებაზე. შეეცადეთ, მოსწავლეებს დაეხმაროთ ციფრულ სამყაროში ადამპტირებაში და განუვითაროთ საჭირო უნარები.
და ბოლოს – გაერთეთ!
თუკი ბავშვი ხედავს, რომ დაძაბული ხართ, თავადაც ასე იგრძნობს თავს. დაანახეთ მას, რომ ონლაინ სწავლება იმაზე სახალისოა, ვიდრე ჩვეულებრივ.
9 საჭირო რესურსი ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის
წყარო: teachthought
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა