პოსტ-აპების ერა – რა ტექნოლოგიურ სიახლეებს უნდა ველოდოთ განათლებაში?
საუკუნეების განმავლობაში ბიბლიოთეკები და სახელმძღვანელოები განათლების მიღების ტრადიციულ გზად ყალიბდებოდა. ამას თავისი დადებითი მხარე აქვს – მოსწავლეებისთვის თანაბარ და თანასწორ გარემოს ქმნის. ამავე დროს, მოსწავლეები ერსა და იმავე ინფორმაციას იღებენ, რაც თითოეულ მათგანს დაახლოებით, ერთნაირ ცოდნას აძლევს. ახლა კი, აშკარაა, რომ მობილური აპლიკაციები და პროგრამები უფრო და უფრო მყარად იკიდებს ფეხს განათლების სისტემაში.
აპლიკაციების, როგორც სახელმძღვანელოების გამოყენება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაძლებელია მისი სასწავლო გეგმაზე მორგება ისე, რომ პედაგოგს სწავლების ტემპისა და გაკვეთილის მართვაში დაეხმაროს. ჩვეულებრივ წიგნი მოსახერხებელი და სანდოა, თუმცა დამოკიდებულია მოსწავლის კითხვის ხარისხზე და წიგნს მკითხველთან უკუკავშირის დამყარება არ შეუძლია. ონლაინ სივრცეში კი, არაერთი პლატფორმა გაჩნდა, რომელიც იძლევა საშუალებას მოსწავლის შეფასებისა და იმის განსაზღვრისა, თუ როგორ აითვისა ესა თუ ის მასალა. ასევე, აქტუალურია თამაშით სწავლების პლატფორმებიც (KHAN ACADEMY). „იუთუბზე“ გაჩნდა არხები, სადაც ვიდეოებით ხსნიან სასკოლო მასალას, თუმცა შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ინფორმაციის სიზუსტე,
სავარაუდო პრობლემები:
რამდენიმე წლის განმავლობაში აიპედი გვთავაზობდა აპლიკაციებს, რომელთა დიდ ნაწილს ახლა არავინ იყენებს. უმრავლესობა ფულის შოვნას ემსახურებოდა და მათ უკან გამოუცდელი ადამიანების გუნდი იდგა. როგორც ჩანს, პროგრამებს წერდნენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არ უნახავთ ბავშვი ან არაფერი იციან სწავლა/სწავლებაზე.
იდეალურ შემთხვევაში, განათლების ტექნოლოგიასთან შერწყმაში მოიაზრება ავთენტური და მოსწავლეზე ორიენტირებული პროგრამები, რომელიც მოიცავს სასწავლო გეგმას, შეფასების სისტემას, ინსტრუქციებს და სკოლის მოსწავლეებთან თუ პედაგოგებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის საშუალებას.
ჯერჯერობით, საგანმანათლებლო ტექნოლოგია სრულყოფილებისკენ შორსაა, თუმცა კორონავირუსმა განათლების სისტემა ამ გამოწვევის წინაშეც დააყენა და განვითარების პროცესი დააჩქარა.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიის შემდეგი ეტაპი:
ამაზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა ტექნოლოგიაზე, არამედ მოსწავლეებზე. „შერწყმული სწავლა“ ხედვის ფართო არეალს მოითხოვს და გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები: სწავლების გზები (მაგალითად: სწავლა თამაშით), შინაარსის ფორმები (მაგალითად: ვიდეო, პროგრამები, სოციალური ქსელები მოსწავლეებისთვის), შესაბამისობა განათლების მიზნებთან.
საბოლოოდ, შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ინტეგრირებული სწავლება უკეთეს შედეგს მოგვიტანს, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელოებით სწავლება, რადგან ეს უკანასკნელი ძირითადად, შინაარსობრივ სწავლაზეა ორიენტირებული.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
teachthought