სტუ-ში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები განიხილეს
23 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრებს შეხვდნენ.
ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზემოხსენებული სამინისტროებისა და ასევე, სსიპ სამელიორაციო სისტემების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.
სტუმრები შეხვდნენ სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მათ ისაუბრეს დარგის პერსპექტივებზე და გასცეს პასუხები ახალგაზრდების შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა. ბაკალავრიატში პირველკურსელთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია. ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც. ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
-
აწსუ-ში მესამე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო