სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეეძლებათ
სტუდენტებსა და საგანმანათლებლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს საქართველოდან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც შეეძლებათ. ამის შესახებ დღეს, 14 თებერვალს, განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დუბაიში 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტი იმართება, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი პირველ მოადგილესთან ერთად მონაწილეობს.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ აჰმედ ბელჰოულ ალ ფალასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი ამილახვარმა და მასპინძელი ქვეყნის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სხვადასხვა საფეხურისა და მეცნიერების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.
„დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვიზიტების ორგანიზებას, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ტრენერებისთვის, ექსპერტებისთვის და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას“, – წერია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
რას ჰპირდება ახალგაზრდებს განახლებული მთავრობა – „ჩართულობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში“
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცვლილება კანონში: „4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება თანაბრად მოხდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო