რას ჰპირდება ახალგაზრდებს განახლებული მთავრობა – „ჩართულობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში“
„2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად“, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის სამთავრრობო პროგრამაში, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.
ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ მიუღია, მაგრამ მთავრობის პოზიციაა, რომ სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. მათ შორის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.
“სწორედ ახლა ვმუშაობთ წლევანდელი წლის სამოქმედო გეგმაზე და თვის ბოლოს წარმოვადგენთ დეტალურ გეგმას”, – თქვა განათლების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა 5 თებერვალს პარლამენტში.
დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის თანახმად კი, “ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობი ხარისხიანი არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები, სტუდენტური ფესტივალები, საბანაკე, მოხალისეობრივი, საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისები, საგრანტო პროექტები. გაფართოვდება საერთაშორისო თანამშრომლობა ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით”.
ასევე იხილეთ:
- განახლებადი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო, საგრანტო, მასწავლებლის და სხვა გამოცდების შესახებ by ARIS.GE-განათლება
- გამოქვეყნდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდის შედეგები by ARIS.GE-განათლება
- რა პრობლემა აქვს საქართველოში პროფესიულ განათლებას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი – სპეციალისტის პასუხი by პროფესიული განათლების ამბები