GE

სტუდენტობიდან მენეჯერობამდე – ალბინა აღაპიშვილის გზა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში

„სად უნდა ჩავაბარო?“ — ეს კითხვა მხოლოდ პროფესიის არჩევა არ არის.
სწორად შერჩეული უნივერსიტეტი შეიძლება შენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად იქცეს, არა უბრალოდ მომავლის დაპირებად, არამედ იმ სივრცედ, რომელიც ყოველდღიურად გაძლევს მოტივაციას, გეხმარება მიზნებისკენ სვლაში და რეალურ შესაძლებლობებს გიხსნის.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის, ეს არის სივრცე თანაზრდის, განვითარების და პროფესიონალად ჩამოყალიბების.

ალბინა აღაპიშვილის ისტორია ამის ცხადი მაგალითია.

ალბინამ წარმატებით დაასრულა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, მოგვიანებით კი საჯარო მმართველობის მიმართულებით მიიღო მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში გატარებული წლები მისთვის მხოლოდ აკადემიური წინსვლის ეტაპი არ ყოფილა, ეს იყო პერიოდი, რომელმაც განსაზღვრა მისი პროფესიული მიმართულება, განამტკიცა ფასეულობები და შექმნა ის საფუძველი, რომელიც დღესაც შთააგონებს და აძლიერებს.

დღეს ალბინა თავად არის უნივერსიტეტის გუნდის წევრი, იმ სივრცის, საიდანაც მისი პროფესიული გზა დაიწყო. ის სტუდენტებზე ზრუნვასა და აკადემიური პროცესის მართვას საკუთარი გამოცდილებითა და ენერგიით აგრძელებს, ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც მასზე ზრუნავდნენ.

ალბინას მსგავსად, არაერთი საბაუნელი აგრძელებს პროფესიულ განვითარებას იმავე გარემოში, სადაც წარმატების პირველი ნაბიჯები გადადგა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ქმნის შესაძლებლობებს — იქ, სადაც განათლება რეალურ გამოცდილებად იქცევა და პროფესიულ წინსვლას შიგნიდან აძლევს ბიძგს.

თუ ეძებ უნივერსიტეტს, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გზის პოვნის საშუალებასაც გაძლევს — სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სწორედ საშენო ადგილია.

აქ თავისუფლება მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს არის ყოველდღიური რეალობა, რომელიც ნიშნავს პასუხისმგებლობას, ინიციატივას და პრინციპულობას.

და ეს ყველაფერი იწყება ერთი, გადამწყვეტი კითხვით: სად უნდა ჩავაბარო?
პასუხი მარტივია — სადაც შენი გზა იწყება — იქ იწყება წარმატებაც, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური