სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – როდის გამოქვეყნდება შედეგები
სტუდენტთა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დღეს, 30 იანვარს დაიწყო და 8 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მობილობის შედეგების ნახვა კი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, 12 თებერვალს იქნება შესაძლებელი.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
“ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით”, – აღნიშნულია EMIS-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები გამოქვეყნდა – 2025–2026 სასწავლო წელი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დღეს იწყება – ვადები, ინსტრუქცია და პროგრამების ცნობარი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა