სტუდენტთა საგრანტო გამოცდის კონკურსი – როგორ უნდა მოიპოვოთ ან გაიუმჯობესოთ გრანტი
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2007 წლიდან ატარებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება ბაკალავრის სტუდენტებს აკრედიტირებული კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებიდან აქვთ. პროგრამებზე სწავლას სახელმწიფო 50%-იანი, 70%-იანი და 100 % პროცენტებით აფინანსებს. აპლიკანთა სიაში არიან კონკურსანტები, რომლებმაც გამოცდები უკვე ჩააბარეს, თუმცა ვერ შეძლეს დაფინანსების მოპოვება ან ნაწილობრივი დაფიანანსება აქვთ. ასეთ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას გამოცდის ხელახლა ჩაბარების შემთხვევაში აძლევთ.
სტუდენტები გამოცდას მხოლოდ ერთ საგანში, ზოგად უნარებში აბარებენ, გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური კი 10 ლარია. 2021 წელს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდაზე 3 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. EDU.ARIS.GE აქტიურად აშუქებს გამოცდებს და აპლიკანტებს მათთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის. საგრანტო გამოცდაზე გამსვლელები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, რა შემთხვევაში შეძლებდნენ გრანტის აღებას, როგორია სტატისტიკა. აღნიშნულის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, მათი და მომავალი აპლიკანტების ინფორმირება.
საგრანტო ტესტი 42 ქულიანია. ტესტი ერთიანია და კონკურსანტებს მასზე სამუშაოდ 2 საათი და 35 წუთი ეძლევათ.
ტესტი თემატურად შედგება სამი ნაწილისგან, მასში ქულები შემდეგნაირად ნაწილდება:
1.წაკითხულის გააზრება-21 დავალება, 21 ქულა;
2.ლოგიკური მსჯელობა-14 დავალება, 14 ქულა;
3.რაოდენობრივი მსჯელობა-7 დავალება, 7 ქულა;
გრანტი რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე გაიცემა. თითოეული დავალების სწორი პასუხი ერთი ქულით ფასდება, არასწორი -0,2 ქულით, გამოტოვებული პასუხი – 0 ქულით. შეფასების სქემის გათვალისწინებით, შესაძლებელია აპლიკანტი მინუსებშიც კი გადავიდეს, ამიტომ შეკიხვებს, რომლებზეც გადაჭრით დარწმუნებული პასუხი არ აქვთ ტოვებენ.
EDU.ARIS.GE სტუდენტთა სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომლებმაც 2017-2020 წლებში შეძლეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ან გაუმჯობესება, გთავაზობთ მინიმალური და მაქსიმალური შეფასებების ჩამონათვალს, რა ქულის აღების შემთხვევაში შეძლეს სტუდენტებმა გრანტი მოეპოვებინათ:
32-დან 42 ქულამდე-100 %-იანი გრანტი;
29-დან 32 ქულამდე-70%იანი გრანტი;
25-დან 29 ქულამდე-50 % გრანტი;
აქვე, გვათავაზობთ სტუდენტთა რეიტინგულ სიას, რომლებმაც გასულ წელს შეძლეს გრანტის მოპოვება. EDU.ARIS.GE წარმატებას გისურვებთ თითოეულ აპლიკანტს, საგამოცდო სიახლეებს ჩვენც თქვენთან ერთად ველოდებით.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
-
როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – 2025 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
2025 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღი
by მეგზური
-
არასწორ პასუხზე იწერება -0.2 ქულა – სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
by საგრანტო კონკურსის სიახლეები