სტუდენტური ფასდაკლების ბარათის პრეზენტაცია
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები – „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას. პრეზიდენტის თქმით, ბარათის მეშვეობით, სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში. პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ფასდაკლების ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე 2012 წლიდან აქვს. ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში აიღებენ.სტუდენტური ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.studentcard.ge
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო