სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ამერიკის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის გამარჯვებულია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საბაუნი) დასახელდა ამერიკის საელჩოს 2024 წლის წიგნის თარგმნის პროგრამის კონკურსის გამარჯვებულად. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, განახორციელოს რობერტ ზოელიკის წიგნის „ამერიკა მსოფლიოში: აშშ-ს დიპლომატიის ისტორია და საგარეო პოლიტიკა” (2018) თარგმნა და გამოცემა ქართულ ენაზე.
პროექტს ხელმძღვანელობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპის კვლევებში მიშელ მუსხელის ცენტრის მკვლევარი მაია მანჩხაშვილი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდას ქართველი მკითხველებისთვის.
ზოელიკის წიგნი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ისტორიას მიმოიხილავს, მნიშვნელოვან რესურსად იქცევა სხვადასხვა აუდიტორიისთვის. იგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერების მიმართულების სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. ამასთან, წიგნი დააინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
-
„რელიგია, ნაციონალიზმი და სახელმწიფო“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნის სამართლის დოქტორისა და პრორექტორის ერთობლივი კვლევა Scopus-ის რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში სტუდენტებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი