„რელიგია, ნაციონალიზმი და სახელმწიფო“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
18 თებერვალს, 16:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია, თემაზე – „რელიგია, ნაციონალიზმი და სახელმწიფო“ ჩატარდება.
ლექციას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე გაუძღვება.
ლექციაზე განხილული იქნება:
- რა განსხვავებაა ეროვნულ და მსოფლიო რელიგიებს შორის;
- როგორ ყალიბდება რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა;
- სად გადის ზღვარი პიროვნების კონფესიურობასა და ეროვნულობას შორის;
- არსებობს თუ არა ისლამური ნაციონალიზმი;
- არსებობს კი თვითიდენტიფიკაციური სხვაობა ერთი ეროვნების, მაგრამ განსხვავებული აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის;
- როგორი უნდა იყოს სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა;
- რა ცვლილებები მოუტანა თანამედროვე გლობალურმა სამყარომ ტრადიციულ რელიგიურ გაერთიანებებს.
-
საბაუნის თეოლოგიის პროფესორი, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი, მეორე და მესამე წიგნების კანონპროექტი“ – საბაუნიში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი