საბაუნის სამართლის დოქტორისა და პრორექტორის ერთობლივი კვლევა Scopus-ის რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი წარმატებულად აგრძელებს სამეცნიერო მენტორინგის თანამედროვე პრაქტიკის დამკვიდრებას და ქართული აკადემიური სივრცის ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე – ამჯერად, უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამართლის სკოლის დოქტორანტის, ქეთევან ბახტაძისა და სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ დიმიტრი გეგენავას ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში – Studia z Prawa Wyznaniowego (Studies in Law on Religion) გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გამოცემა ინდექსირებულია პრესტიჟულ Scopus-ის სამეცნიერო ბაზაში.
სტატია „Disputed Catholic Churches in Georgia and the Restitution Policy: More Unequal than Others“ მიმოიხილავს საქართველოს კათოლიკური ეკლესიების რესტიტუციის პროცესში არსებულ უთანასწორობას, აანალიზებს არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ სიძნელეებს და ხაზს უსვამს რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას.
სტატია ღია წვდომისაა (Open Access), რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, კვლევის შედეგებს გაეცნოს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ულოცავს ქეთევან ბახტაძესა და დიმიტრი გეგენავას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და აგრძელებს სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების მხარდაჭერას.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი