GE

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 15 პირველკურსელი სრული დაფინანსებით პოლონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა (საბაუნი) კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მისწრაფება სტუდენტების განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიმართ.
უნივერსიტეტმა 15 პირველკურსელს, რომლებმაც გასულ წელს პირველი პრიორიტეტით საბაუნი აირჩიეს, სრულად დაფინანსებული სასწავლო ვიზიტი შესთავაზა პოლონეთში.
ეს ინიციატივა ასახავს საბაუნის მთავარ მიზანს – წაახალისოს სტუდენტები, დააფასოს მათი შრომა და გაზარდოს მოტივაცია. ვიზიტი არა მხოლოდ ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, არამედ ამზადებს სტუდენტებს გლობალურ სამუშაო გარემოში წარმატებისთვის.

სტუდენტების თქმით, ამ გამოცდილებამ მათი მოტივაცია მნიშვნელოვნად გაზარდა. განსაკუთრებით ფასეული იყო ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვიზიტი მათთვის, ვისი სამშობლოც ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის.

23-წლიანი ისტორიის მქონე საბაუნი გამოირჩევა:

  • საერთაშორისო გამოცდილებით
  • პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული მიდგომით
  • უცხოელი და ქართველი პროფესორების მიერ შემუშავებული კურსებით

უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს შემდეგ სფეროებში:

1. სამართალი
2. ინგლისური ფილოლოგია
3. პოლიტიკის მეცნიერება
4. ტურიზმი
5. საერთაშორისო ურთიერთობები
6. სოციოლოგია
7. ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
8. ფსიქოლოგია
9. თეოლოგია

განსაკუთრებული შესაძლებლობა: თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ 100%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტით და სრულად გათავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში არის 088.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური