სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პრაქტიკა EBSCO-მ საუკეთესოდ შეაფასა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა.
საბაუნის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უნივერსიტეტი დასახელდა გამარჯვებულთა სამეულში და მესამე ადგილი დაიკავა ნომინაციაში: „საუკეთესო პრაქტიკა EBSCO-ს ელექტრონული რესურსების გამოყენებისას საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სოციალურ საქმიანობაში“.
აღნიშნული ჯილდო საბაუნის ბიბლიოთეკის სისტემურ, ინოვაციურ და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას უსვამს ხაზს როგორც სწავლების, ისე კვლევისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მხარდასაჭერად ელექტრონული რესურსების ეფექტიანი გამოყენების კუთხით.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის – EBSCO-ს კონსორციუმის წევრებს შორის, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამეცნიერო ბაზების გამოყენების სტატისტიკისა და პრაქტიკული შედეგების საფუძველზე. ამ მონაცემების მიხედვით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ქვეყნის სამ წამყვან უნივერსიტეტს შორის მოხვდა.
დაჯილდოება გაიმართა კონფერენციის – „ბიბლიოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“ ფარგლებში, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ შორის EBSCO-სა და Innovative Systems Management (ISM)-ს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საბაუნის ბიბლიოთეკარმა, ნინო გუგეშაშვილმა.
აღნიშნული შედეგი ასახავს საბაუნის ბიბლიოთეკის ყოველდღიურ პრაქტიკას, რომელიც მოიცავს ელექტრონული რესურსების აქტიურ გამოყენებას სწავლების პროცესში, კვლევით საქმიანობასა და საზოგადოებრივ ინიციატივებში, რაც ბიბლიოთეკას უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.
-
საბაუნის სადოქტორო კედელს კიდევ სამი სამართლის დოქტორი შეემატა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში პროექტი „სახელმწიფოს მოდელირება“ წარმატებით ჩატარდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ციფრული კომუნიკაციისა და მონეტიზაციის სტრატეგიები“ – საბაუნის პრაქტიკულ კურსზე მიღება დაიწყო
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი