სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა ახალ წიგნს წარადგენს
27 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნის – „ერი და სახელმწიფო“, პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის ავტორია ავთანდილ ჯოხაძე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, სულხან-საბას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი. არის არაერთი სამეცნიერო ნარკვევის და ორი მონოგრაფიის ავტორი; ფილოსოფიური ნაშრომების, სამეცნიერო სტატიების და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე მთარგმნელი. მისი სამეცნიერო ძიებების ამჟამანდელი საგანი ლიბერალური იდეოლოგიის და პოლიტიკური პრაქტიკის ქართული გამოცდილების კვლევაა.
ნაშრომი იკვლევს ფუნდამენტურ საკითხებს ქართველი ერის პოლიტიკური იდენტობის შესახებ. მასში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ქართველი ხალხის პოლიტიკური ვინაობის ისტორიული საფუძვლები, ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობრივი პოზიცია ამ საკითხზე და ქართველი ერის ფორმირების პროცესი რუსული მმართველობის პირობებში.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წიგნში წარმოდგენილი კვლევა ისტორიული საკითხების შესახებ, მათ შორის ერეკლე II-ის გადაწყვეტილება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების მიერთებაზე და რუსეთის იმპერიასთან საქართველოს “ნებაყოფლობითი” შეერთების საკითხის სამართლებრივი და მორალური ასპექტები.
ავთანდილ ჯოხაძე არის საბაუნის ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ლიბერალური იდეოლოგიისა და პოლიტიკური პრაქტიკის ქართულ გამოცდილებას. იგი არის ორი მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო ნარკვევის ავტორი, ასევე ფილოსოფიური ნაშრომების, სამეცნიერო სტატიებისა და მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი.
დაარსების დღიდან, საბაუნის გამომცემლობას გამოცემული აქვს 250-მდე დასახელების წიგნი, რომელიც მოიცავს როგორც ორიგინალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურას, ასევე თარგმანებსაც ისეთ დარგებში, როგორიცაა თეოლოგია, რელიგიის კვლევები, ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და ა.შ.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე – ვადები და დეტალები by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი