სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურისტმა იაშის უნივერსიტეტის (რუმინეთი) საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურისტმა, თინათინ ფეიქრიშვილმა, იაშის ალექსანდრ იან კუზას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა. თინათინის ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.
20-24 მაისს დაგეგმილი საერთაშორისო კვირეული ითვალისწინებდა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ ხუთდღიან შეხვედრებს, ტრენინგებსა და ვორქშოფებს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის შემდეგ თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, სტრესის მართვა სამუშაო ადგილზე, დროის მენეჯმენტი და სხვ.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგების ძირითადი თემატიკა ყველასათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყო, რამდენიმე დეტალი ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. საერთაშორისო კვირეული შერეული ტიპის აქტივობებით ჩატარდა, რამაც საშუალება მოგვცა, უკეთ გაგვეცნო კოლეგები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, გაგვეზიარებინა გამოცდილება და ამის ფონზე უკეთ შეგვეფასებინა ჩვენი საქმიანობა. გარდა ტრენინგებისა და ვორქშოფებისა, განტვირთვის მიზნით, პროგრამით გათვალისწინებული იყო სპორტული აქტივობები და იკებანა (თაიგულის შექმნის მასტერკლასი), რამაც მონაწილეებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მობილობის შემდეგ ვარ უფრო მეტად მოტივირებული აქტიურად ჩავერთო სხვა საერთაშორისო პროექტებში და ჩემი წვლილი შევიტანო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის განვითარებაში“, – აცხადებს თინათინ ფეიქრიშვილი.
კვირეულის გარდა, თინათინ ფეიქრიშვილი შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს, სადაც კოლეგებმა საერთო თემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე – ვადები და დეტალები by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი