GE

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ევროპის დღეები იმართება

სულხან-საბა ორბელიანის ევროპული მისია საქართველოს დასავლური ორიენტაციის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო. თითქმის 4 საუკუნის წინ, წარმოუდგენელი ძალისხმევა მოახმარა დღევანდელი ევროპული გზის საძირკვლის ჩაყრას.

ევროპის დღეებს, საბაუნიში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, 7 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, უნივერსიტეტში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები იმართება.

8 მაისი

პანელური დისკუსია (მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით).

  • მიშელ მუსხელი და ევროპის ფედერალიზაცია – გიორგი გორაძე (საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი)
  • მიშელ მუსხელი და მისი როლი ევროკავშირის შექმნის პროცესში – მაია მანჩხაშვილი (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების მკვლევარი)

13:30 საათი

ევროკავშირისა და ეუთოს როლი საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში – მალხაზ ვახტანგაშვილი (კონფლიქტოლოგი, ისტორიის დოქტორი)

17:00 საათი

9 მაისი

  • სალონური საუბარი„საკონსულო საქმიანობის სპეციფიკა და კურიოზები ევროპაში” – ქეთევან გოგილაშვილი ( ესპანეთში საქართველოს ყოფილი კონსული)

14:00 საათი

10 მაისი

  • პანელური დისკუსია – გახლეჩილი ქვეყნის პარადიგმა
    მომხსენებლები: ავთანდილ ჯოხაძე, გია ნოდია, მარიამ ელიაძე, გიორგი მუჩაიძე

17:00 საათი

11 მაისი

  • საჯარო ლექცია -საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დამოუკიდებლობიდან დღემდე
    ლაშა ტუღუში – პროფესორი, ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი
    12:00 საათი
  • კნუტ ჰამსუნი და საქართველო – კახაბერ ლორია (ფილოლოგიის დოქტორი, სკანდინავისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში)

16:00 საათი

ევროპის დღეები – პროგრამა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური