GE

სწავლაში შეღავათები და წამახალისებელი სტიპენდიები, – ბრენდირებული „ერსუ“-ს მრავალფეროვანი  შეთავაზებები სტუდენტებს

პროფესორ ვლადიმერ სუხიშვილის მიერ დაფუძვნებულმა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტმა რებრენდინგი განიცადა და მას ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (ersu) დაერქვა.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში რებრენდინგი მთლიანად დასრულებულია. გარდა იმისა, რომ შეიცვალა უნივერსიტეტის სახელი, ლოგო, ვებგვერდი, ფეისბუქ გვერდი და ყველა ატრიბუტიკა, რომელიც მნიშვნელოვანია რებრენდინგისთვის, ცვლილებები შინაარსობრივ მხარესაც შეეხო.

რატომ დადგა უნივერსიტეტის რებრენდინგის საჭიროება, რას მოიცავს, ზოგადად, ეს პროცესი და როგორ იმოქმედა სახელის ცვლილებამ უნივერსიტეტის ცნობადობაზე, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ეკატერინე სუხიშვილი ესაუბრება.

ქალბატონო ეკატერინე, რატომ გაჩნდა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის რებრენდინგის საჭიროება და როგორ შეირჩა  ახალი სახელი – ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი?

unnamed (1)-წლების განმავლობაში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ, რაც თითოეულ ცვლილებას ისტორიის მანძილზე გასდევდა, განაპირობა შემდგომი მოთხოვნა რებრენდიგზე. საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ მაღალია კონკურენცია, რაც, თავის მხრივ, მისასალმებელია, რადგან ის ხელს უწყობს ამ სივრცის განვითარებას და გაჯანსაღებას. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საკმაოდ ცვალებადია ბაზარი. ბოლო პერიოდში, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე და ქართული განათლება განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა საერთაშორისო ბაზარზე. საუბარია უცხოენოვან სტუდენტებზე. ამიტომ იმ მრავალწლიანი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტს აქვს, გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ცვლილებები, სწორედ ამან განაპირობა რებრენდინგზე მოთხოვნა. შესაბამისად, 2016 წელს განხორციელდა უნივერსიტეტის მაშტაბური რეორგანიზაცია და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს ეწოდა „ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი“.

სახელი უბრალოდ არ შეცვლილა, ეს ცვლილება იმ წარმატებების და აღიარებების დამსახურება და გამოძახილია, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრებმა და საზოგადოებამ მიანიჭა უნივერსიტეტს. განვითარების შესაბამისად არსებულმა საჭიროებებმა მოითხოვა, უნივერსიტეტი გამხდარიყო უფრო გლობალური, ვიდრე აქამდე იყო.

რაც შეეხება სახელის – ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტის შერჩევას, (აბრევიატურა ითქმის, როგორც „ერსუ“) ამას წინ ძალიან დიდი სამუშაოები უძღოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩატარდა სხვადასხვა მარკეტინგული და სოციალური კვლევები, გამოიკითხა, როგორც სტუდენტები, ასევე აბიტურიენტები და მშობლები. რებრენდინგის პროცესში, ზოგადად, ტრადიციული ფორმით, როგორც ხდება რებრენდინგი კლასიკური გაგებით ყველანაირი ეტაპი ისე გავიარეთ. საბოლოოდ სახელი შეირჩა სხვადასხვა წინაპირობებიდან გამოდინარე, მათ შორის ძირითადი მოტივი იყო ის, რომ უნივერსიტეტი მთლიანად არამარტო ქვეყნის და რეგიონული მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნების რეგიონული თვალსაზრისითაც გამხდარიყო უფრო გლობალური და ცნობადი.

რას მოიცავს რებრენდინგი და როგორ იმოქმედა სახელის ცვლილებამ უნივერსიტეტის ცნობადობაზე?

-უნივერსიტეტის რებრენდინგის შინაარსობრივი მხარე, მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს მოიცავს. ამ ეტაპზე მთლიანად დასრულებულია მოკლე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცესები. გარდა იმისა, რომ შეიცვალა უნივერსიტეტის სახელი, ლოგო, ვებგვერდი, ფეისბუქგვერდი და ყველა ატრიბუტიკა, ასევე ცვლილებები შინაარსობრივ, მათ შორის სტრუქტურულ და მმართველობის მხარესაც შეეხო.

სამოქმედო გეგმის გრძელვადიან ნაწილს, უნივერსიტეტი თანმიმდევრულად მიყვება, რაც გულისხმობს იმას, რომ შინაარსობრივად იცვლება ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ დაემატება სხვადასხვა კომპონენტები. სტანდარტების არსებული ინსტრუქციისა და წესების შესაბამისად ხორციელდება ყველა შესაბამისი ქმედება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტუდენტთა წახალისებას, მათ მხარდაჭერას, საუნივერსიტეტო სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას. სამუშაოები მიმდინარეობს უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო გარემოს გასაუმჯობესებლად. ჩამოყალიბდა რამდენიმე სპორტული გუნდი, რომლებიც მონაწილეობენ საუნივერსიტეტო შეჯიბრებებში, ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები, ამჟამად მზადდება  ხელშეკრულებათა პაკეტი ევროკავშირის Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ უნივერსიტეტებთან, რათა ერსუ-ს სტუდნეტებს ამ პროგრამის საშუალებით, შემოდგომის სემესტრიდან მიეცეთ საშუალება, განახორციელონ მობილობა და ისარგებლონ სხვა საპარტნიორო გაცვლითი პროგრამებითაც.

რაც შეეხება რებრენდინგის პირველად შედეგებს, ფაქტია, რომ ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ძალიან კარგი მობილობის შედეგები ჰქონდა უნივერსიტეტს ზამთრის მობილობაზე.

როგორც ცნობილია, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვს სტუდენტებისთვის. რას მოიცავს ეს შეთავაზებები და როგორი სახის შეღავათები გაქვთ სწავლის გადასახადზე?

გეთანხმებით, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვს. როგორც მოგეხსენებათ, „ერსუ“-ში სწავლა ბაკალვრიატის საფეხურზე არის 2250 ლარი, მაგრამ უამრავი სხვადასხვა შეთავაზება გვაქვს, რომელიც სწავლის საფასურზე 5-დან 70%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. გარდა წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერისა, პირველ და მეორე ნომრად ვინც შემოხაზავს უნივერსიტეტს სარეგისტრაციო ნომერს 058, ისინი ავტომატურად მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას და ისწავლიან 200-ლარად წელიწადში. რაც შეეხება სხვა შეთავაზებებს: სოციალურად დაუცველი სტუდენტები 30-დან 70%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. წარმატებული სპორტსმენი და ხელოვანი სტუდენტები ისწავლიან 30-35%-იანი ფასდაკლებით.

ჩვენ ასევე გვაქვს სამედიცინო ცენტრი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს აბსოლუტურად უფასო სამედიცინო მომსახურებას. გრანტით თუ მოვა სტუდენტი, სწავლის დაწყების წინ მას გადავცემთ პერსონალურ კომპიუტერს საჩუქრად. ვინც წარმატებით დახურავს სემესტრს, მას გადაეცემა სახელობითი სტიპენდია.

რებრენდინგის ფარგლებში  ამუშავდა კარიერის განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს უფასო სტაჟირებებს და პრაქტიკებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ასევე გორის კორპუსში სწავლის მსურველებისთვის – იმის გათვალისწინებით, რომ ის საზღვრისპირა და კონფლიქტისპირა რეგიონია, სწავლის გადასახადი უფრო დაბალი და ხელმისაწვდომია. მაგალითად, ფარმაცევტის სპეციალობაზე სწავლა 1700 ლარია. ეს  ყველაზე ხელმისაწვდომი ფასია საქართველოს მასშტაბით ამ სპეციალობაზე.

რაც შეეხება მაგისტრატურაზე სწავლას, გადასახადია 2 000 ლარი, მაგრამ ჩვენი უნივრესიტეტის კურსდამთავრებულევბისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება და ისინი მაგისტრატურაში ისწავლიან 1800 ლარად.  მაგისტრანტებისათვის მოქმედებს ყველა ის შეღავათი, რომელიც გათვალისწინებულია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტთა წახალისებას. სტუდენტთა მხარდაჭერის სხვა რა პროგრამები გაქვთ?

-მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის არის სტიპენდია 100-დან 300-ლარის ოდენობით. გვაქვს ჩვენი რექტორის, ბატონი ვალერი სუხიშვილის სახელობის სტიპენდია, 300 ლარის ოდენობით. ეს სტიპენდია გადაეცემა ძალიან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, როგორც მაგისტრატურაში, ასევე ბაკალვრიატში.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სოციალურად დაუცველები 30-დან 70%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ, ასევე თუ ერთი ოჯახიდან სწავლობს ორი ან მეტი წევრი, მათთვისაც გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები. წარმატებული სპორტსმენი და  ხელოვანი სტუდენტები ისწავლიან 30-35%-იანი ფასდაკლებით, რითაც მათ სწავლის გადასხადი დაახლოებით 1500 ლარამდე უმცირდებათ, რაც მთავარია, ყველა ეს  შეთავაზება გრძელდება 4 წლის განმავლობაში. სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო შეჯიბრებებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მიიღებენ დამატებით შეღავათებს.

როგორც მოგეხსენებათ „ერსუ“-ში სწავლობს საკმაოდ დიდი რაოდენობით არაქართველი სტუდენტი, განსაკურებით აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები, რომლებიც, მინდა ვთქვა, რომ გასაოცრად დიდი აქტიურობითა და ჩართულობით გამოირჩევიან. პერიოდულად ტარდება სტუდენტური ექსკურსიები, სხვადასხვა გასართობი, სპორტული, კულტურული, შემეცნებითი სახის ღონისძიებები. ხშირად არაფორმალური განათლების კვირეულებიც ეწყობა, რომლის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ტრენინგ-სემინარები, საჯარო ლექციები, შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმატებულ წარმომადგენლებთან. ზოგადად, სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ აქტიური და ხალისიანია უნივერსიტეტში, რაც, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი საამაყო სტუდენტების დამსახურებაა.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური