იბსუს კურსდამთავრებულები საზღვარგარეთ აგრძელებენ საქმიანობას
ბექა ტყებუჩავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მიმართულების კურდამთავრებულია და APM Terminals-ის სათაო ოფისში (ჰააგა, ჰოლანდია) აგრძელებს მუშაობას. ბექა თავად გიამბობთ რა მისცა მას იბსუში სწავლამ და როგორია მისი გამოცდილება ახლა.
”მუშაობა მესამე კურსის ბოლოს დავიწყე, ერთ-ერთი დიდი ქართული კომპანიის ჯერ მცირე გაყიდვების სფეროში შემდგომ კი სათაო ოფისში. თავდაპირველად სტატისტიკისა და ანალიზის მენეჯერად, შემდგომ კი გაყიდვების ერთ-ერთი სამსახურის მენეჯერად.
შემდგომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ბიზნესის განვითარების მენეჯერად, ამის შემდეგ კი APM Terminals Poti (A.P. Moller-Maersk)- ის ადამიანური რესურსების დანერგვის მენეჯერად და ბიზნესპარტნიორად.
თითქმის 3 წელია, რაც APM Terminals-ის სათაო ოფისში (ჰააგა, ჰოლანდია) გადმოვედი. 2 წელი Global HR Operations Manager ვიყავი, ახლა კი ახლად შეძენილ ან მშენებარე პორტებსა და ტერმინალებზე ვხელმძღვანელობ HR Implementation-ს. მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ვოპერირებთ, შესაბამისად, მიწევს უამრავ სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერობა და მოგზაურობა. იბსუში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა ადვილად დამემყარებინა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ჩემს ჯგუფში 7-8 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობდნენ.
იმ დროის საქართველოსთვის, იბსუში საკმაოდ თანამედროვე სასწავლო გარემო იყო, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ საკმაო თავისუფლება დეტალურად დაუფლებოდნენ იმას, რაც აინტერესებდათ. სტუდენტური და აკადემიური ცხოვრება მუდმივად ვითარდებოდა.
ის რომ უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდებოდა, სტუდენტებს მეტ სტიმულს გვაძლევდა.
იბსუს მუდმივი თუ მოწვეული ლექტორები საკმაოდ მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებდნენ სწავლების ხარისხში. სასწავლო პროგრამა საკმაოდ დახვეწილი და გამომწვევი იყო. შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, რა თქმა უნდა, ამან დიდი გავლენა იქონია, თუმცა არანაკლები გავლენა იქონია გარემომ, ურთიერთობებმა და იმ გამოწვევებმა რაც იბსუმ შემომთავაზა.
იმ ადამიანებს, ვინც ეხლა ფიქრობს თუ რა მომავალი აირჩიოს, უპირველესად ვურჩევდი აკეთონ ის საქმე, რაც მათ უყვართ და რაც ყველაზე კარგად გამოსდით.
მეტი იმოგზაურეთ, მუდმივად გაეცანით სხვადასხვა კულტურას და იმ სფეროს სიახლეებს, რაც გიტაცებთ”, – აღნიშნა ბექა ტყებუჩავამ.
-
ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა
by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი