GE

სწავლისა და ცხოვრების იდეალური ბალანსი – საბაუნის თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი

უნივერსიტეტში სწავლის დაწყება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ეტაპია. ამ დროს არა მხოლოდ ახალ ცოდნას იძენთ, არამედ იწყებთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, იძენთ ახალ მეგობრებს და ქმნით მომავლის საფუძველს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორად აირჩიოთ არა მხოლოდ სასწავლებელი, არამედ საცხოვრებელი გარემოც.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნის) ახალი თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი, სექტემბრიდან უმასპინძლებს სტუდენტებს აკადემიური ცხოვრების საუკეთესო დასაწყისისთვის.

საბაუნის სტუდენტურ საცხოვრებელში დაგხვდებათ ყველაფერი, რაც საჭიროა წარმატებული სწავლისა და კომფორტული ცხოვრებისთვის.

მთავარი უპირატესობა კი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტთან სიახლოვეა, რა სტუდენტს საშუალებას მისცემს:

  • დაზოგოს დრო ყოველდღიური მგზავრობისას
  • ნაკლები სტრესი მიიღოს გადაადგილებისას
  • ჰქონდეს მეტი დრო სწავლისა და დასვენებისთვის
  • სტუდენტებთან თანაცხოვრებამ მისცეს მეტი მოტივაცია სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის

საცხოვრებელში დაგხვდებათ:

1. კეთილმოწყობილი ოთახები: თქვენი პირადი სივრცე, სადაც შეძლებთ დასვენებას და მშვიდ გარემოში მეცადინეობას.
2. ფიტნეს დარბაზი: ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის, სადაც შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს ფიზიკურ ფორმაზე სწავლის პერიოდში.
3. სასწავლო და დასასვენებელი სივრცეები: სპეციალურად მოწყობილი ადგილები, სადაც შეძლებთ მშვიდად მეცადინეობას ან თანაკურსელებთან ერთად პროექტებზე მუშაობას.
4. პარკინგი: თუ საკუთარი ავტომობილი გყავთ, არ იდარდოთ მისი უსაფრთხოებისთვის.
5. ეზო და ვერანდები: იდეალური ადგილები დასვენებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის სუფთა ჰაერზე.

საბაუნის კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში – 088.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური