სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 21 აგვისტოს დაიწყება – მობილობის პროცედურები
სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2024 წლის 21 აგვისტოდან-2024 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
რა უნდა იცოდეს მობილობის მსურველმა რეგისტრაციის გავლამდე:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ინფორმაციით, სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც 2022 და შემდგომი წლების ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, მობილობის უფლება წარმოეშობათ უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად.
სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი წინასწარ გადის კონკურსს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში მის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. სტუდენტმა კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით უნდა მიმართოს თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 12 სექტემბერს მობილობის ელექტრონულ პორტალზე.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: students.emis.ge.
ამავე თემაზე:
- რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში – გრანტის ტიპები და პროგრამული დაფინანსება by ARIS.GE-განათლება