თამარ სანიკიძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 64-ე საჯარო სკოლა დიდკონტიგენტიანი სკოლაა, სადაც 1100 ბავშვი ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ სექტორებზე სწავლობს. სამინისტროს ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში სკოლას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, გაკეთდა გარე სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა. აშენდა ახალი სპორტული დარბაზი, გარემონტდა საკლასო ოთახები, კეთილმოეწყო ეზო, შეკეთდა სკოლის სახურავი, სკოლის გარე ფასადი.
სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარით, გარემონტდა და შესაბამისი ინვენტარით მომარაგდა ექიმის კაბინეტი, გაიხსნა ინტეგრირებული კლასი (სმენადაქვეითებულ მოსწავლეებისათვის), გარემონტდა სააქტო დარბაზი, რომელიც წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა ასევე არ ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი, მოხდა ძველის დემონტაჟი და აშენდა ახალი კორპუსი.
განათლების სამინისტროს ოფიციალური გვერდის ცნობით, ახლა მიმდინარეობს სკოლის სასადილოს, საკლასო ოთახების, ინტეგრირებული კლასის და სარემონტო და პანდუსის მოწყობითი სამუშაოები.
სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის 125 პირველკლასელს ელოდება.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო