თამარ სანიკიძე Aris.ge-განათლების შესახებ – ყოველთვის, ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ინფორმაციას
ხელისუფლების სხვადახვა წარმომადგენლების მხრიდან ქართული მედიის კრიტიკა სიახლეს არ წარმოადგენს. პარლამენტარები და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მედიით მათი საქმიანობა სათანადოდ არ შუქდება. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, შუქდება თუ არა მისი უწყების საქმიანობა სათანადოდ?! რა შენიშვნები აქვს ქართველ ჟურნალისტებთან და რა წინადადები – იმისთვის, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა ხდება დღეს განათლების სფეროში.
– ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, როგორ აშუქებენ ჟურნალისტები თქვენი უწყების საქმიანობას?
– მე ვისურვებდი, მედია უფრო მეტად იყოს დაინტერესებული უშუალოდ განათლების თემებით და არა განათლების სისტემაში მომხდარი სხვა მოვლენებით, რომელიც უფრო ხშირად ტექნიკური და ადმინისტრაციული ხასიათისაა. ძალიან მინდა, და ვისურვებდი, იყოს უფრო მეტი საგანმანათლებლო გადაცემა, სადაც ვიმსჯელებდით სხვადასხვა თემებზე და საიდანაც უკეთესად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არ არის ეფექტური როდესაც ჟურნალისტები მხოლოდ სინქრონით შემოიფარგლებიან, არ არის ეფექტური როდესაც კეთდება ცალმხრივი სიუჟეტები.
– როგორ ფიქრობთ რა უნდა შეიცვალოს?
– მე ვფიქრობ, უფრო მეტი პირდაპირი ეთერია საჭირო. უნდა მოეწყოს გადაცემები, სადაც სხვადასხვა მხარეები დასხდებიან და ისაუბრებენ განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ეს უფრო შინაარსიანი იქნება და უფრო მისახვედრი საზოგადოებისთვის. ამიტომ, თუ ამ კუთხით გააძლიერებს მედია მუშაობას, ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. უამრავი სიახლე და პოზიტივი არსებობს, რაც მაყურებლამდე დღესაც ვერ მიდის.
– ჩვენი სააგენტო – Aris.ge-განათლება ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საგანმანათლებლო პორტალია ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ სიახლეებს თუ ეცნობით? ზოგადად, ინტერნეტ მედიაზე რას იტყვით?
– ყოველთვის, ყოველთვის თვალყურს ვადევნებ. ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ხშირად მგონია, რომ გარკვეული საკითხები განხილული გაქვთ, მაგრამ ბევრი შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ ემთხვევა.
– ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მხოლოდ რეალური ფაქტები ავსახოთ. ჩვენ სააგენტოსთან დაკავშირებით რა სახის შენიშვნები გაქვთ?
– შენიშვნები არ მაქვს. სწორედ გამიგეთ, ყველა თავის საქმიანობაზე არის პასუხიმგებელი. ის, როგორც თქვენ მუშაობთ, თქვენი პასუხისმგებლობაა. ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ საერთო შეხების წერტილი გვაქვს –საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.
– Aris.ge-განათლებას ოპერატიულობაზე რას გვეტყვით და თქვენი შეფასებით, რამდენად საკამრისად იდება ჩვენ ვებ-გვერდზე საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეები?
– ინფორმაციებს ძალიან ხშირად დებთ და ოპერატიულადაც აშუქებთ. კითხვის ნიშნები მაქვს ინფორმაციის სანდოობასთან. ამაში იცით რას ვგულისხმობ?!– ინფორმაციას ყოველთვის ჰყავს რამდენიმე წყარო, მათგან აუცილებელია ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოთ, ან ყველას პოზიცია განიხილოთ. თუ ჩვენი თანადგომა დაგჭირდებათ ყველანაირად მზად ვართ. ძალიან გვინდა განათლების სფეროს საკითხები კარგად იყოს გაშუქებული.
შეავსეთ ჩვენი კითხვარი და მიეცით რჩევები Aris.ge-განათლებას.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება