“თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი მიზანი არასრულწლოვან პირებზე თამბაქოს ნაწარმის იოლი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა”
31 მაისს მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სიახლოვეში (50 მეტრი) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია:
„2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი სამართალდარღვევების უმრავლესობა შეეხებოდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაციას (როგორც პირველადი ისე განმეორებით ჩადენილი) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი მიზანი არასრულწლოვან პირებზე თამბაქოს ნაწარმის იოლი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა“
ნუ მოწევთ, მოწევა მავნეა თვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის!
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება