თავისუფალი უნივერსიტეტი ფრენსის ფუკუიამას მასპინძლობს
ფოტო –
8154
ფრენსის ფუკუიამა (Francis Fukuyama) – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მეცნიერი და ფილოსოფოსი – 3 სექტემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვევა და დისკუსიას გამართავს.
ამერიკელი მეცნიერი დემოკრატიასა და სახელმწიფოს მშენებლობაზე ისაუბრებს.
ფრენსის ფუკუიამა საყოველთაოდ აღიარებული 1992 წელს გახდა, როცა მისი წიგნი “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი” გამოიცა.
დისკუსიაზე, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება, დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში განთავსდება თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და Facebook-ის გვერდზე.
მისამართი: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, აღმაშენებლის ხეივანი #240, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საკონფერენციო დარბაზი.
-
9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
“ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს
by თავისუფალი უნივერსიტეტი
-
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა
by თავისუფალი უნივერსიტეტი