თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 10 იანვარს ჩატარებული ბაღების თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.
ასევე გამოქვეყნდა კონკურში გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები.
ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 21 ქულა (35%). კანდიდატებისთვის, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, დადგინდება თითოეულ პოზიციაზე დასასაქმებლად საჭირო ქულათა დიაპაზონი, 60 ქულამდე.
რაც შეეხება აპელაციას, საპრეტენზიო განაცხადის საფასური შეადგენს 20 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის თბილისის ნებისმიერ ფილიალში.
თანხის გადახდის შემდეგ კანდიდატმა უნდა შეიტანოს წერილობითი განაცხადი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (თბილისი, მინდელის ქ. N9).
სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 14 და 15 იანვარს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.
ტესტირება საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციებზე 10 იანვარს ჩატარდა.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებული 25 911 მოსწავლიდან დასკვნით ტურში 625 მოსწავლე გადავიდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განრიგი საგნების მიხედვით – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი