ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განრიგი საგნების მიხედვით – 2025-2026 სასწავლო წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 8 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.
საგამოცდო სესიები, სხვადასხვა საგანში – ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის), ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული ენა, 4 დღის განმავლობაში, ცენტრის მიერ შემუშავებული განრიგის მიხედვით გაიმართება.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის დეტალური განრიგი
8 მარტს ტესტირება გერმანულ ენაში გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება, ხოლო ფიზიკაში, რუსულ ენაში, ბიოლოგიაში, ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლაში ჩატარდება.
რეგისტრაცია ტესტირებამდე 30 წუთით ადრე დაიწყება. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი, ბეჭდით დამოწმებული ცნობა, ასევე ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.
მოსაწვევის ამობეჭდვა შესაძლებელია 5 მარტიდან ვებგვერდზე – ONLINE.NAEC.GE. მის ამობეჭდვას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია, შესაბამისი ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მონაწილეებს ტესტირებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფს, ხოლო პროცესი დადგენილი რეგლამენტის სრული დაცვით წარიმართება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ოლიმპიადის მონაწილეებს, წინასწარ გაეცნონ ტესტირების წესებს, პროცედურებს და შესაბამის საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს გამოცხადდნენ“, – ნათქვამია NAEC-ის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იხილეთ: თითოეული საგნის ტესტის მაქსიმალური ქულა, ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო და ტესტების ნიმუშები
-
გამოქვეყნდა პასუხების ფურცლის ნიმუშები 2026 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგნების მიხედვით
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
როგორ დავიბრუნოთ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი