გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
NAEC-ის მიერ დღეს, 24 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოლიმპიადის მონაწილეს შეფასების და ნაშრომის ასლის ნახვა პირადი ნომრის მითითებით შეუძლია, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების შედეგებს, ცხრანიშნა და ოთხნიშნა სპეციალური კოდების საშუალებით გაეცნობა.
მესამე ტურში გამარჯვებულია მოსწავლე, რომელმაც შესაბამის საგანში ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% მოიპოვა და საკუთარი კლასისა და საგნის რეიტინგულ სიაში პირველ 10 მონაწილეს შორის მოხვდა.
მოსწავლეს მიღებულ შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს 2026 წლის 25 მარტის 10:00 საათიდან 26 მარტის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამისი რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
მესამე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდებიან.
იხილეთ:
-
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ტესტირების ჩატარების განრიგი დადგინდა – ტესტების ნიმუშები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მეორადი ჩარიცხვები დღეს მეორედ გამოცხადდა – „აბიტურიენტის ცნობარი 2026-ის“ მესამე ვარიანტი დაიდო
by აბიტურიენტებისათვის
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის