GE

,,თბილისის სტუდენტურ ოლიმპიადა 2015-ში” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 6 გუნდით ასპარეზობს

„თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015“ სპორტულ და გამაჯანსაღებელ აქტივობას ოთხი მიმართულებით ახორციელებს: მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.

პირველი აქტივობა ვაჟების ფეხბურთში შედგა, სადაც მონაწილე გუნდების რაოდენობა 64-ს შეადგენს. ტურნირში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 6 გუნდი ასპარეზობს.

პირველ მატჩში, 6 დეკემბერს, კსუ-ის საფეხბურთო გუნდი „Come Back” სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს „სოც-პოლს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გამარჯვება ორი ქულის უპირატესობით, 3-1 მოიპოვა.

მორიგ თამაშში, რომელიც 8 დეკემბერს იყო ჩანიშნული, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა გამარჯვება ავტომატურად, მოწინააღმდეგე გუნდის (სტუ-ის გუნდი „სტუ.ენერჯი“) თამაშზე გამოუცხადებლობის გამო მოიპოვა და 5 ქულა დაიწერა.

შემდეგი თამაში, 9 დეკემბერს, 14:30 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს „კსუ-იურისტებსა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს „სტუ-სამთოს“ შორის გაიმართება.

„თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2015“ სლოგანით – „დაძლიე დამოკიდებულება“ ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის აგიტაციას ატარებს და პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 000-მდე სტუდენტს აერთიანებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური