თბილისში, ქუთაისსა და ონში სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების თარიღები შეიცვალა – დეტალები
საქართველოს მთავრობის მიერ უქმე დღეების გამოცხადების მიზეზით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების თარიღები საქართველოის სამ ქალაქში შეიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
გიორგი ამილახვარის უწყების განმარტება და ახალი თარიღები ასეთია:
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ, რომ “უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების თანახმად 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებების თარიღები შეიცვალა. კერძოდ, დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება:
ქალაქ თბილისში 2024 წლის 8 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს, ხოლო 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად 2024 წლის 14 მაისს.
ქალაქ ქუთაისში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.
ქალაქ ონში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.
აქვე გაცნობებთ, რომ გასაუბრების ადგილი და საათი უცვლელია”, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
გამოქვეყნდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი და შეფასების კრიტერიუმები
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცვლილება კანონში: „4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება თანაბრად მოხდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო