GE

გამოქვეყნდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი და შეფასების კრიტერიუმები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსის ფარგლებში, კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). ასევე, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი და დადგენილ ვადებში დარეგისტრირდნენ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 2024 წლის 24 აპრილს დაიწყება.

გასაუბრების განრიგი

განათლების სამინისტროს ცნობით, გასაუბრების კომისიების მიერ განისაზღვრა კონკურსში მონაწილე დირექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები.

გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს

“მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრების თარიღი და ადგილმდებარეობა დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge”, – აღნიშნულია გიორგი ამილახვარის უწყების ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ცნობილია როგორ ჩატარდება სკოლის დირექტორთა შესარჩევი ახალი კონკურსი – წესი დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური