თბილისში საბავშვო ბაღების თითქმის ნახევარი დახურულია – ბაღების სია და აცრილი თანამშრომლების ოდენობა
თბილისის საბავშვო ბაღების თითქმის ნახევარი დახურულია. დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული 11 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, 186 ბაღიდან 80 არ ფუნქციონირებს. თბილისში სულ 186 საბავშვო ბაღია.
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყების დღიდან, მუდმივად იცვლება რიცხვი იმ საბავშვო ბაღებისა, რომლებიც დაკეტვას ექვემდებარებიან. გასულ კვირას იყო დღეები, როდესაც დაკეტილ ბაღთა რაოდენობა 100-ს ასცდა. თვეზე მეტია, ეს რიცხვი 50-ზე დაბლა არ ჩამოსულა. მაგალითად, 14 ოქტომბერს 88 ბაღი იყო დახურული, 26 ოქტომბერს – 65, 3 ნოემბერს – 79.
ბაღების დაკეტვის კრიტერიუმი სხვადასხვაა. მითითებების მიხედვით, ბაღის დირექტორი უკავშირდება ბაღების მართვის სააგენტოს და აცნობებს კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებისა და პედაგოგების რაოდენობას, ასევე, აწვდის ინფორმაციას თანამშრომელთა და კოვიდინფიცირებულთა კონტაქტების შესახებ. ბაღების მართვის სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას განიხილავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, აცნობებს ჯანდაცვის სამინისტროს. საბოლოო გადაწყვეტილება კი არსებული პროტოკოლის მიხედვით მიიღება, რომელიც ბაღების შემთხვევაში გამკაცრებულია და ერთ ჯგუფში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, მთელი ბაღი 12 დღით იკეტება.
თბილისში დახურული საბავშვო ბაღების სია 11 ნოემბრის მონაცემებით ასე გამოიყურება: 1; მე-3; მე-6; მე-8; მე-11; მე-13; მე-14; მე-18; მე-20; 25-ე; 26-ე; 33-ე; 34-ე; 35-ე; 39-ე; 42-ე; 48-ე; 50-ე; 52-ე; 53-ე; 54-ე; 56-ე; 58-ე; 60-ე; 62-ე; 63-ე; 64-ე; 65-ე; 67-ე; 68-ე; 71-ე (სამ ნაწილად არის განთავსებული სხვადასხვა საბავშო ბაღების შენობებში – 209, 81 და 206); 73-ე; 75-ე; 76-ე; 79-ე; მე-80; 81-ე; 84-ე; 85-ე; 89-ე; 90-ე; 94-ე; 95-ე; 97-ე; 98-ე; 111-ე; 112-ე; 113-ე; 116-ე; 121-ე; 143-ე; 155-ე; 160-ე; 161-ე; 163-ე; 166-ე; 167-ე; 170-ე; 172-ე; 173-ე; 181-ე; 182-ე; 186-ე; 191-ე; 195-ე; 196-ე; 197-ე; 200-ე; 206-ე; 209-ე; 212-ე; 216-ე; იმედი; ტაბახმელა; ჩიორა, დიდი ლილო, ხუთკუნჭულა (დიდი და პატარა).
ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა თითქმის 60% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი.
ასევე იხილეთ:
ქუთაისში კოვიდინფიცირებული მოსწავლეებისა და პედაგოგების რიცხვი გაიზარდა
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19